Sunday, July 26, 2009

Mogwai


Mogwai არის შოტლანდიური ბენდი გლაზგოდან, რომელიც შეიქმნა 1995 წელს Stuart Braithwaite და Dominic Aitchison მიერ... დროთა განმავლობაში ბენდი გახდა საკმაოდ წარმატებული... Mogwai არის ერთერთი ყველაზე გავლენიანი და ცნობადი ბენდი post-rock ში... ჯგუფის წევრები არიან: Stuart Braithwaite (Guitar/Vox), Dominic Aitchison (Bass), Martin Bulloch (Drums), John Cummings (Guitar), Barry Burns (Guitar/Keys/Vox)... ჩემი აზრით Mogwai არის საუკეთესო post-rock instrumental ბენდი, გიტარების საოცარი და ქაოსული რიფები მათ მელოდიებს ერთი ორად ალამაზებს თითოეულ ალბომში ... პრინციპში ჯგუფი არის NO COMMENT!!! აი დისკოგრაფია და თქვენ თვითონ გადაწყვიტეთ ვარ თუ არა მართალი !?


Discography



Mogwai Young Team (1997)



http://alldrives.ge/main/linkform.php?f=d10541eddaead087


Come on Die Young (1999)




Mr Beast (2006)


http://alldrives.ge/main/linkform.php?f=709e0db4387614ab (ეს ორი ალბომი ერთად არის ამ ლინკში)


Rock Action (2001)


http://alldrives.ge/main/linkform.php?f=1058a0adc4b60f1e


Happy Songs for Happy People (2003)



http://alldrives.ge/main/linkform.php?f=1e313c8d6425ed14


The Hawk Is Howling (2008)



http://alldrives.ge/main/linkform.php?f=fcd9ac735fdc6839




http://www.last.fm/music/Mogwai

www.mogwai.co.uk


Thursday, July 16, 2009

The Arcade Fire





The Arcade Fire დღევანდელობის ერთერთი ყველაზე დიდი და ჩემთვის ერთერთი უსაყვარლესი ინდი-როკ ჯგუფი ... Arcade Fire შეიქმნა მონრეალში (კანადა) 2003 წელს, ჯგუფის დღევანდელი წევრების, ცოლ-ქმარ Win Butler და Régine Chassagne მიერ. ჯგუფის შექმნაში დიდი წვლილი მიუძღვის Win Butler ის ძმასაც William Butler, Richard Reed Parry და Tim Kingsbury...


The Arcade Fire განთქმუნლია თავისი დიდი ჟღერაობით რაც იმ უამრავი ინსტრუმენტის დამსახურებაა რასაც ისინი იყენებენ როგორც ცოცხალი შესრულების დროს, ასევე სტუდიორი ჩაწერების პროცესში...(გიტარა, ბასი, დრამი, სოლო გიტარა, ორმაგი ბასი, პიანინო, ვიოლინო, ჩელო, ვიოლა, კლავიში, აკორდიონი, მანდოლინა, არფა)







Arcade Fire (EP)

ჯგუფის პირველი და საკმაოდ იმედის მომცემი მინი ალბომი გამოვიდა 2003 წელს (ასევე ეს EP ხელახლა გამოიცა 2005 წელს)

http://alldrives.ge/main/linkform.php?f=bcd866b6f50cbd31

Funeral (2004–2006)

ალბომი რომელმაც მოხიბლა მთელი მსოფლიო... funeral იყო ჯგუფის პირველი სტუდიური ალბომი და წარმატება მართლაც რომ შედგა.. ეს ჩანაწერი ზოგადად დიდი მოველნა იყო ინდი სამყაროში... funeral ს გადაეცა გრემის ჯილდო საუკეთესო ალტერნატიული ალბომისათვის 2005 წელს ... Funeral მიანიჭეს #8 პოზიცია კანადის ყველა დროის 100 საუკეთესო ალბომს შორის... ამ ალბომში არის რამდენიმე შედევრი სიმღერა... მაგალითად : Une année sans lumière, Rebellion (Lies), Wake Up...
აღსანიშნავია ისიც რომ რამდენიმე სიმღერა ინგლისურთან ერთად შესრულებულია ფრანგულ ენაზეც


http://alldrives.ge/main/linkform.php?f=3f1a10dbd5fe429b



Neon Bible (2007)

Neon Bible ალბომი რომელშიც ვერ გამოარჩევ სუსტ სიმღერას.. ყველა ტრეკი გამოირჩევა საოცარი მელოდიურობით და ჟღერადობით... ბევრს უჭირს არჩევანის გაკეთება იმაზე თუ რომელია ჯგუფის საუკეტესო ალბომი, ჩემი ა ზრით Neon Bible ბევრად უფრო დამთავრებული ჩანაწერია ვიდრე Funeral, მაგრამ დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ჯგუფი უფრო და უფრო უკეთეს ალბომებსაც შემოგვთავაზებს მომავალში...
2008 წელს მეორე სტუდიურმა ალბომმაც მიიღო გრემის ჯილდო საუკეტესო ალტერნატიული ალბომის ნომინაციაში





http://alldrives.ge/main/linkform.php?f=cb0c9ca143146002


Miroir Noir (2009)


ყველაზე ორიგინალური live ალბომი რაც კი ოდესმე მომისმენია... Miroir Noir არის ექსპერიმენტალური პროექტი, რომელიც იქმნებოდა 2007 წლის ალბომის ჩაწერის პერიოდსა და შემდგომში Neon Bible ტურნეებზე გადაღებული კადრებით..
ფაქტიურად ალბომს შეიძლება დავარქვათ inside the Neon Bible... იმედია მალე ვნახავ ამავე ალბომის DVD ვერსიას...


http://alldrives.ge/main/linkform.php?f=5217e8299c2a0b55




http://www.last.fm/music/+noredirect/The+Arcade+Fire

http://arcadefire.com/

Sigur Ros



ალბათ ჩემთვის ყველაზე ძვირფასი და უსაყვარლესი ჯგუფი Sigur Ros არის ისლანდიური post-rock ბენდი, მელოდიური, კლასიკური და მინიმალისტური ელემენტებით... ჯგუფი ასევე ცნობილია მისი ვოკალისტის და ფრონტმენის Jónsi Birgisson's falsetto (jonsi) ს ჰაეროვანი და ნაზი ხმით...

ჯგუფი ჩამოყალიბდა 1994 წლის აგვისტოში, ისლანდიის დედაქალაქ რეიკიავიკში..

ჯგუფის თავდაპირველი წევრები იყვნენ: Jón Þór (Jónsi) Birgisson (გიტარა,ვოკალი) Georg Hólm (ბასი) Ágúst Ævar Gunnarsson (დრამი) . 1998 წლიდან კი ჯგუფს შეუერთდა Kjartan Sveinsson (კლავიში) რამაც ჩემი აზრით გადამწყვეტი როლი ითამაშა ჯგუფის მომავალ შემოქმედებაში ... ხოლო მას შემდეგ რაც ჯგუფი დატოვა დრამერმა Ágúst Ævar Gunnarsson(Ágætis byrjun ჩაწერის შემდეგ) იგი ჩაანაცვლა Orri Páll Dýrason...


Von (1997) and Von brigði (1998)

მათი პირველი სტუდიური ალბომია Von რომელიც ჩაიწერა 1997 წელს... ხოლო 1 წლის შემდეგ გამოვიდა მისი გარემიქსებული ვერსია Von brigði სახით



http://alldrives.ge/main/linkform.php?f=7cc2b097adce94e5



http://alldrives.ge/main/linkform.php?f=932edfae8739e5be


Ágætis byrjun (1999)

მათი მეორე სტუდიური ალბომი ჩემთვის პირადად ათი მცნებასავით არის... ბევრს შეიძლება სასაცილოდ მოეჩვენოს მაგრამ ისევე როგორ 10 მცნება გამოგზავდა ღმერთმა ასევე გამოგვიგზავნა ჩვენ, უბრალოდ მოკვდავებს ამ ალბომში შესული ათი სიმღერა.. თითქიმის ყველა სიმღერას აქვს თავისი, განსაკუთრებული, და რაც მთავარია არაამქვეყნიური და არაბუნებრივი ჟღერადობა... Ágætis byrjun აღიარებულია ისლანდიის ყველა დროის საუკეთესო ალბომად




http://alldrives.ge/main/linkform.php?f=d86c3f316b053ec0



( ) (2002)


რიგით მესამე სტუდიური ალბომის ყველა სიმღერა შესრულებულია ვოლნენსკაზე იგივე ჰოპენადიკზე ასე ვთქვათ აწყობილ ენაზე რომელიც გავს ისლანდიურს, მაგრამ იგი არ გამოიყენება არც სალაპარკოდ და არც საკონტაქტოდ... მიზეზი??? იგი არ არის სალიტერატურო ენა და მის არცერთ სიტყვას არ გააჩნია მნიშვნელობა... მაგრამ თუნდაც ამ არაფერზე 'ნამღერ' სიმღერებს იმხელა ემოცია მოაქვს ჩემში რომ მართლაც ვერ აგიღწერთ (ალბათ სწორედ ამიტომ ვთვლი თანამედროვეობის ყველაზე გენიალურ მუსიკალურ ჯგუფად sigur ros ს)




http://alldrives.ge/main/linkform.php?f=36d184543676315f



Takk... (2005)

მადლობთ... მათი მეოთხე და ყველაზე მოულოდნელი ალბომია ჩემი აზრით.
ჯგუფმა თავის 'არაამქვეყნიურ' ჟრერადობას შეურწყა რაღაც როკ ელემენტები და მივიღეთ takk.. უგენიალურესი და ძალიან დიდი ალბომი ... რომელშიც აბსოლიტურად ყველა ტრეკი არაჩვეულებრივი!!! დაწყებული glosoli ის მომაკვდინებელი ჟღერადობით დამთავრებული Hoppípolla ჰაეროვნებით ...



http://alldrives.ge/main/linkform.php?f=8146245e4d9f2f2f


Hvarf/Heim (2007)


Hvarf/Heim არის ჯგუფის ორნაწილიანი მინი ალბომი.. რომელშიც შეტანილ იქნა რამდენიმე B-side და რამდენიმე მათივე სიმღერის ახლებური ვერსია...



http://alldrives.ge/main/linkform.php?f=d83c573e1b9bd3c5



Með suð í eyrum við spilum endalaust (2008)

მათი რიგით მეხუთე სტუდიური ალბომი არის ''ბუკლეტი'' რომელიც ალბათ ისმინება განურჩევლად კანის ფერისა განურჩევლად რასისა და სქესისა : )... ალბომი არის სასტიკად მელოდიური და სასტიკად ლამაზი.. ალბომში იყო ერთი ყველაზე დიდი სიახლე რასაც მომავალში ბიჭებმა შეიძლება კიდევ მიჰყონ ხე
ლი ... ჯგუფმა პირველად შეიტანა თავიანთ რეპერტუარში ინგლისურ ენაზე შესრულებული სიმღერა (All Alright)





http://alldrives.ge/main/linkform.php?f=04c62121b8f472f4



http://www.last.fm/music/Sigur+R%C3%B3s

http://www.sigur-ros.co.uk/

Sunday, July 12, 2009

მდა.....................

რავიცი, რა გითხრათ ?! რით გაგახაროთ აბა?!
შევეცდები კარგი რაღაცეები გამოვაქვეყნო და გაგიაზიაროთ ჩემი ფაილები